მსოფლიო რეპუტაციის მქონე ბიზნეს ჟურნალი, რომელსაც ასევე აქვს საკუთარი გამომცემლობა საქართველოში. სტატიაში მოთხრობილია გლობალური პანდემიის დროს ღვინის ბრენდის დაარსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რისკებზე და იმაზე, თუ როგორ მიიყვანა კომპანია გუნდურმა სულისკვეთებამ და გამძლეობამ დადებით შედეგებამდე.
როდესაც კომპანიამ პირველი ნაბიჯები გადადგა ღვინის ინდუსტრიაში Muzze-ს სახელით, პირველი გამოცემა, რომელიც დაინტერესდა ჩვენი საქმიანობით, იყო CBW. სტატია წარმოდგენილია კომპანიის დამფუძნებელთან ინტერვიუს სახით. სტატია ეხება კომპანიის პირველი მოსავლის ღვინის ჯიშების თემებს, მიზნებს, ბრენდირებას, ასევე ღვინის ბაზარზე კონკურენციას.
შაბათს, 25 დეკემბერს გაიმართა მუზეს საღამო დეგუსტაციისთვის Sheraton Tbilisi Metekhi Palace-ში, რომელსაც “ღვინის ბიბლიოთეკამ” უმასპინძლა. სტუმრებს მუზეს ღვინოების სრული ასორტიმენტის დაგემოვნების საშუალება ქონდათ.
ღვინის პრეზენტაციას ტრადიციულად ესწრებოდნენ მუზეს დამფუძნებელი და მისი უცვლელი გუნდი, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას დეტალურად უხსნიდნენ საინტერესო ფაქტებს კომპანიის შესახებ.
მოხარულები ვართ, რომ ბრენდისთვის მიძღვნილმა პირველმა საღამომ ასე წარმატებით და სასიამოვნოდ ჩაიარა. მადლობას ვუხდით ყველას სტუმრობისთვის.
ჩვენზე წერენ

Muzze © 2022 Ყველა უფლება დაცულია
Made on
Tilda